შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

908

შიდა გუბერნატორის მოადგილემ ნოდარ მეტრეველმა საშვებულებო ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის გაგრძელება აღარ ისურვა და თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

დღეს დაუმთავრდა შვებულება, თუმცა დაწერა პირადი განცხადება და დატოვა თანამდებობა, მისი სურვილია ისევ სპორტის სფეროში გააგრძელოს საქმიანობა”- თქვეს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში.

რადიო “მოზაიკა” ადგილობრივი ტელევიზიის (თრიალეთი) მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებასაც შეეცადა და იკითხა, ჰქონდა თუ არა ადგილი გუბერნატორსა და მოადგილეს შორის რაიმე შელაპარაკებას, თუმცა პრესსამსახურმა აღნიშნული არ დაადასტურა. ,,მოზაიკას” ინფორმაციით, ნოდარ მეტრეველი ძიუდოს ფედერაციაში მწრთვნელის თანაშემწის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.