კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

663

წინა სტატია

ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „თბილი სახლი“ არსებული შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

აღნიშნული სასწავლებლის სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 893 624 ლარს შედაგენს, საიდანაც 1 500 000 ლარი მიმდინარე წელს  ხოლო, 2019 წელს 2 393 624 ლარი დაიხარჯება.

პროფესიული სასწავლებლის გარდა მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო.

“პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას”, – აცხადებენ მერიაში.