კასპში ახალი პროფესიული სასწავლებელი აშენდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ქალაქ კასპის პროფესიული საწავლებლის მშენებლობის სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული კომპანიის შერჩევის შემდეგ – დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.