რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრის ბაზაზე ექვსი სხვადასხვა სოციალური პროექტი განხორციელდა

834

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა „აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის“ ხელმძღვანელ კლემენს რასელს და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რუსთავის მერიის ცნობით, მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთავის მერიისა და ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის“ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბეს.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სტუმრებს შშმ პირთა დღის ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ,

,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფი“ რუსთავთან, კერძოდ ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრთან“ 2011 წლიდან თანამშრომლობს.

აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით, ცენტრის ბაზაზე ექვსი სხვადასხვა სოციალური პროექტი განხორციელდა: ცენტრის ბაზაზე მოეწყო საცხობი კაფეტერიის პერსპექტივით, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებული (პროექტის ღირებულება 20 000 ევრო), მოეწყო სამზარეულო (16 000 ევრო), სამრეცხაო (5000 ევრო), გარემონტდა და შშმ პირთათვის ადაპტირებული სახე მიეცა სველ წერტილებს (14 000 ევრო), ცენტრი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და მინი ბიბლიოთეკით ( 5000 ევრო), განხორციელდა ,,სასწავლო ბაღის“ პროექტიც (2470 ევრო).

„აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფს“ რუსთავის ,,შშმ პირთა ცენტრში“ სულ 62 470 ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.