ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა. ეს წოდება მას მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მიანიჭა.
მერმა ტოჩინოშინის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან გორგაძე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან არის.
30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიაში, იოკოძუნას შემდეგ. უმაღლეს წოდებად ითვლება. ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.