ხაშურის სოფელ ზემო ოსიაურში გზას აწესრიგებენ

909

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოსიაურში, მთავარი გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3კმ-დე გზის მონაკვეთი.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოწყობილი გზით სოფლების: სატივეს, ახალსოფლის, გომის, ხიდისყურის, ზემო ოსიაურის და ქვემო ოსიაურის 4000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.

აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 913 449 ლარს ითვლის.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორება, გრუნტის დამუშავება, ყრილის დატკეპნა და მოასფალტება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობაც, რაც შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა”,- განმარტავენ მერიაში.