ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მ/რ-ში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ, გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 110 000 ლარს შეადგენს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მიკრორაიონში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციაც დასრულდა. სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა, საბავშვო ატრაქციონების კუთხე შეკეთდა, ხოლო, დასასვენებელი სივრცე გამწვანდა, განათდა და შშმ პირთათვის ადაპტირდა.
ასევე, სკვერში ფიტნეს ზონა მოეწყო, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.