ბათუმს შემოერთბულ ტერიტორიაზე, მახვილაურის დასახლებაში, 10 ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და სახლებიდან რამდენიმე მეტრში ავტობანის მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს. ინფორომაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 2 წლის წინ მათ გასახლებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ახლა არანაირ სიაში აღარ არიან. ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება.
გზების დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ და ოჯახებს მოუწოდებენ უწყებას მიმართონ და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინონ. ამის შემდეგ გაირკვევა შეძლებენ თუ არა ისინი კომპენსაციის მიღებას.