სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივ „რკ მთისძირს” დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე 782 ჰა სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
უწყების ცნობით, კოოპერატივის გაერთიანებაში მოსახლეების საკუთრებაში 300 სულამდე საქონელია.
“პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მიგრაციის შეჩერება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.