შიდა ქართლის გუბერნატორი 400-ლარიან სატელეფონო ლიმიტზე უარს ამბობს

811

წინა სტატია

შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მისი წინამორბედის, კახა სამხარაძის ის განკარგულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც გუბერნატორის სატელეფონო ლიმიტად 400 ლარი იყო განსაზღვრული. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

აკაკი მაჭუტაძემ საკუთარ თავს სატელეფონო მომსახურებისათვის 50 ლარი გამოუყო. სატელეფონო კომუნიკაციისთვის 50-50 ლარს მიიღებენ ასევე მისი მოადგილეები.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 30 ადამიანი მუშაობს.  სატელეფონო ხარჯებისთვის ყოველ თვე 800 ლარზე მეტია გამოყოფილი.