ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა და მოხუცი ქალი დაშავდა. ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.
შემთხვევა ანჯაფარიძის 19 ნომერში მოხდა, რომლის მცხოვრებლების თქმითაც, შენობა ავარიულია. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი წელია დახმარებას სთხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მისული.
“დაგვპირდნენ, რომ ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, გავაკეთებთო და ველოდებით რეაგირებას. ვიდრე რაიმე უბედურება მოხდება, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები,” – ამბობს ავარიული კორპუსის მკვიდრი ნინი თვალავაძე.