ხულოს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ანაზღაურება ივლისიდან გაეზრდებათ. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე აცხადებს ხელფასები პირველი ივლისიდან 30%-ით გაიზრდება, მისივე თქმით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივი პრინციპი დაცულია, ხულოს მერი არც, იმას გამორიცხავს, რომ თნამშრომლებს შრომითი ანაზღაურება შესაძლოა სამომავლოდაც გაეზარდოთ, მელაძის განცახებით საკითხთან დაკავშირებით საფინანსო სამსახური იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 10 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს.
„შრომის ანაზღაურებასთან დაკავშრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო კითხვები ძალიან დიდი შრომის შედეგად გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის მერიამ გამონახა სახსრები, შესაბამისად პირველი ივლისიდან დაახლოებით 30%-ით ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს მოემატებათ შრომითი ხელშეკრულების ანაზღაურება, ეს არის პირველ ეტაპზე რაც გავაკეთეთ, რაც მთავარია სამართლიანობის პრინციპი არის დაცული არის ნაწილი ა(ა)იპ-ებისა რომელსაც შრომის ანაზღაურებაში იყო სხვაობა, ამიტომ იმსჯელებენ ფინანსისტები და ამის შემდგომ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ.