ქუაისის ერთ-ერთ ქუჩას მწერალ რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭება

600

ქუთაისში, მწერალ რეზო ჭეიშვილს სახელს ქუჩას განმეორებით ანიჭებენ. ქუჩისთვის ამ სახელწოდების მინიჭებაზე მსჯელობა ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულო 2017 წელს დაიწყო. მაშინ გადაწყდა, რომ ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელ უსახელო ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭებოდა. მაშინ ამ საკითხს საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს თემა ისევ განხილვის საგანია. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი განმარტავს, რომ მან არ იცის, გასულ წელს საკრებულომ რა გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აცხადებს, რომ როდესაც საკითხზე მუშაობა დაიწყეს, მათ ვერ მოიპოვეს ინფორაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ქუჩას ჭეიშვილის სახელი მინიჭებული ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2017 წელს წინა მოწვევის საკრებულომ საკითხის მიზანშეწონილობის დადგენილება მიიღო.

“წინა საკრებულომ მხოლოდ მიზანშეწონილობის დადგენილება მიიღო. ამის შემდგომ პროცესი არ გაგრძელებულა. რეესტრში  სახელი არ ყოფილა მინიჭებული. ჩვენ სხდომაზე რეგისტრაციაში გავატარებთ ამ საკითხს და იუსტიციის სამინისტროს გადავუგზავნით”, – თქვა გიორგი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულომ საკითხზე გასული წლის მარტში იმსჯელა და ქუჩას მწერლის სახელი მიანიჭა.