რუსთავში მოსახლეობას მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სიახლეს სთავაზობენ

579

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რუსთავის მერია მოსახლეობას კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.

ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მოქალაქეს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემასთან დაკავშირებული განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად, შეუძლია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული ერთეულის ოფისს მიმართოს.

პროექტის ფარგლებში, პირველი განცხადება, დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში დაწერა.

როოგრც მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისები მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებულ განცხადებებს მიიღებენ, სამომავლოდ კი, მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება, ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულს განცხადებით სხვა საკითხებზეც მიმართოს.