რუსთავში, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, გზების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავში, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩაზე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას. აღნიშნულ სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ ახორციელებს.
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე, ჯამში 82 კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდება.
მერიის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 2 560 355 ლარს შეადგენს.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფინდი აფინანსებს.