საბურთალოს გამგეობის ცნობით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის №15 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო გასართობი მოედანი და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკვერი მოეწყო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, პროექტი შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 041 ლარი გამოიყო.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, აღნიშნულ სკვერში მოსახლეობისათვის ფიტნესზონაც გაკეთდა.