რუსთავში, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველასა და გორის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვახუშტის, იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.
ასფალტის საფარი შეიცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი.
სამუშაოებისთვის 1 406 999, 99 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს და ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
რუსთავის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.