ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობის ორი ახალი სკვერი გაიხსნა. თბილისის საკრებულოს ცნობით, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N8 და N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო არჩილ სირბილაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N12 კორპუსის წინ მოეწყო.
ორივე მისამართზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ურნები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოიკირწყლა დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდა ლამპიონები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.