რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.
უწყების ცნობით, სპეცტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ დღეს, შოთა რუსთაველის ძეგლი და ჟიული შარტავას ბიუსტი დასუფთავდა.
სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილეები – დავით კეკელიძე და გოჩა ლორია ადგილზე გაეცნენ.