მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

560

მთაწმინდის რაიონში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

კერძოდ, კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში ახალი ქვაფენილის გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მოიჭრა გრუნტი და ეწყობა 370 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 1500 კვ.მ-ზე ქვაფენილი დაიგება. პროექტის ღირებულება 413 133 ლარია.

ასევე, კოჯორში, კიდევ ერთი ახალი გზის კაპიტალური მშენებლობა ოდიშელიძის I შესახვევში მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაძე მოეწყო 270 გრძივი მეტრი ბორდიური და 840 კვ.მ-ზე კი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 69 000 ლარია.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე გზის 1500 კვ.მ-ზე განხორციელდა ამორტიზებული რიყის ქვის დემონტაჟი და დაიგო ბაზალტის ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდა ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყო. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთაწმინდის რაიონში ამ დროისთვის კიდევ შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.