ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, ორი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში და მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში მიმდინარეობს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო თანხა ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, ორივე მოედნის მოწყობა ივნისში დასრულდება.