საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერჯევში, მერჯევისა და საირხეას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი გარდამავალია.
უწყების ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი გზის 1 270 მეტრზე მოეწყობა.
“ორივე ეტაპის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 814 391 ლარად ასრულებს”,-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.