ასპინძაში, სოფელ ოთის მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის დაგებისთვის 734 576 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოებს კომპანია შპს “როუდ სოლუშენი” ასრულებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3,6 კმ რკინა-ბეტონის გზა.