ქარელის სოფელ იმერხევამდე ასფალტის გზა დაიგება

663

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევამდე ასფალტის გზა დაიგება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ქარელის მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის, მერიამ, დაახლოებით, 450 000 ლარი გამოყო.

საგზაო სამუშაოები ივნისის დასასრულს უნდა დაიწყოს.

პროექტის მიხედვით, გზის სიგრძე სოფელ ზღუდერიდან იმერხევამდე 5 კმ-ია.

აღსანიშნავია, რომ სოფელს მთის დასახლების სტატუსი აქვს.