ბობოყვათსა და ციხისძირში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის გზა იგება

562

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათსა და ციხისძირში შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო.

შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 285 000 ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 8 700 მეტრი ბეტონის საფარი მოეწყობა, ხოლო 25 კილომეტრამდე ცენტრალურ სასოფლო გზებზე ასფალტის საფარი დაიგება.