ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა, კომპანია ახალ ასფალტს აგებს. შპს „მესხეთავტოგზას“ თანამშრომლებმა დაზიანებული ასფალტი ამოჭრეს და ბალახის ფესვების გახმობის მიზნით ის ადგილი სპეციალური სხნარით დაამუშავეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ამ ეზოში შებენი და ღორღი გასული წლის შემოდგომაზე დავყარეთ და შესაძლოა, მცენარის ფესვები ამ დროს შეყვა, გაზაფხულზე კი ამოვიდა”, – აცხადებენ შპს “მესხეთავტოგზაში”.