საჩხერის მუნციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სისვაძეების უბანში, გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გარდამავალია. მიმდინარე წელს კორბოულის ცენტრალური საავტომობილო გზიდან სისვაძეების საჯარო სკოლამდე 1 000 მ/ს გზა მოეწყობა, ხოლო 2019 წელს დამატებით 2 700 მ.
როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 643 925 ლარად ასრულებს.
პროექტისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოიყო.