მერიის ინფორმაციით, ბათუმში ზებრა გადასასვლელები იხაზება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები გორგილაძის ქუჩაზე ხორციელდება, რის შემდეგაც ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიხაზება.
აღსანიშნავია, რომ ზებრა გადასასვლელები ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეც დაიხაზება.
“საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელშეკრულებო ღირებულება ზებრა გადასასვლელების მოსაწყობად 265 500 ლარს შეადგენს.