ქუთაისში “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კომპანია “ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა” მოიგო. მან ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, რაც 8 967 ლარით ნაკლებია საწყის ღირებულებაზე. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
“ალმა-რუს საქართველოს ფილიალი” ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიის ფილიალი ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, კომპანიის სათაო ოფისი ყაზახეთშია. კომპანია საქართველოში ჯერჯერობით რაიმე სახის სამუშაო შესრულებული არ აქვს.
“თეთრის ხიდის” რეაბილიტაციისთვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ხიდის საფარის შეცვლა და ზედ დეკორატიული თეთრი ქვების მოწყობა, ლითონის ფურცლების დამაგრება მოქლონებით და მოხდება წარწერების და დეკარატიული ელემენტების გრავირება, ასევე მოხდება მოაჯირების შეღებვა, ლამპიონების შეცვლა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა.