ქედის მერიის სააქტო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებმა, პროექტის – ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, სოფელ დოხოძეებისა და კანტაურის საინიციატივო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს.
მერიის ცნობით, ვინაიდან პროექტი მუნიციპალიტეტში ქედის მერიისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, ქედის მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.
პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.