ახალციხის სკვერებში, ბიუეტებში წყალი არ მოდის

709

ახალციხის სკვერებში ბიუეტები დამშრალია. ახალციხეში ცენტრალურ პარკში, ასევე, ცხრა აპრილის ქუჩაზე და შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერებში სამი ბიუეტია, თუმცა, სამივე დამშრალია. ადგილობრივებისთვის კი ეს სკვერები თავშეყრის მთავარი ადგილებია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბიუეტების მილებია დაზიანებული და მათ შეკეთებას 14 მაისიდან დაიწყებენ.