„ბათუმური პლატფორმა“ ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს

1156

ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას ორგანიზაცია „ბათუმური პლატფორმის“  წარმომადგენელი აკრიტიკებს. დავით ჩხარტიშვილის შეფასებით, საბჭო ისეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ქალაქის პრობლემებს ვერ აგვარებენ. ბრალდებას ბათუმის მერიაში არ უპასუხეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ მრჩეველთა საბჭო, რომელიც წინა მერის დროს დაკომპლექტდა, გადახალისდეს”, – თქვა დავით ჩხარტიშვილმა.

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ “ბათუმური პლატფორმა” ბათუმის მერის მიმართ მტრულად განწყობილი არ არის. “ჩვენ მზად ვართ მას (ბათუმის მერს) გვერდში დავუდგეთ, მაგრამ კრიტიკასაც არ მოვაკლებთ”, – თქვა ბლადაძემ.