კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი დაიწყო

297

თბილისის მერიის მიერ დაარსებულ კონკურსზე – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონკურსი ოთხ მიმართულებას მოიცავს: საგამომცემლო საქმიანობა; დიზაინი და რეწვა; ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა); მედია ხელოვნება.

„გასულ წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნულმა მოვლენამ ასახვა ჰპოვა 2022 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ და გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება – მედია ხელოვნება, რომელიც თავის მხრივ, ბევრ აქტუალურ მიმდინარეობას მოიცავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე (ინდივიდუალური მეწარმე) ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი, ხოლო განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 24 სექტემბერი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.