ზესტაფონში ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო

1951

ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ ნაწილში, ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეაბილიტირებულ ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე კი დეკორატიული საათი დამონტაჟდა.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფი ბილიკებიც მოეწყო.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 93 969 ლარია.

ასევე, ჭანტურიას ქუჩაზე, ისევე, როგორც სხვა ცენტრალურ ქუჩებზე სულ ცოტა ხნის წინ, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ზებრა გადასასვლელების დახაზვაც დასრულდა.

თანამედრვე ინფრასტრუქტურის შექმნით შესაძლებელი გახდა უსაფრთხო გადაადგილება, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.