გურჯაანის სოფელ ახაშენის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის 467 280 ლარი დაიხარჯება

760

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი უკვე წლებია დაზიანებულია. ადგილობრივები პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. როგორც გურჯაანის მერიაში ამბობენ, გზის რეაბილიტაციაზეე ტენდერი გამოცხადდა და უკვე დასრულდა კიდეც. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“ახაშენის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის 13,5%-იანი თანამონაწილეობით განხორციელდება. სატენდერო თანხა 467 280 ლარია”, – თქვეს გურჯაანის მერიაში.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.