გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევამდე მისასვლელ გზას დააგებენ

705

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის შესასვლელამდე არსებულ გზაზე ასფალტს დააგებენ. გადაწყვეტილება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 24 აპრილს მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გზის სიგრძე, დაახლოებით, 700 მ-ია. მერიამ სამუშაოებისთვის 378 000 ლარი გამოყო. ასფალტთან ერთად მოეწყობა არხები და ეზოებთან მისასვლელებიც.

სოფელი კნოლევი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ემიჯნება ზნაურის (ყორნისის) მუნიციპალიტეტს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევამდე მისასვლელ გზას დააგებენ