დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “პატრიოტები” შეიქმნა. გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აპრილის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
საკრებულოს ახალ ფრაქციას სოფელ არხილოსკალოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ხორნაული უხელმძღვანელებს.