რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს განაცხადა. პრემიერმა თქვა, რომ ალავიძეს სურს, დაბრუნდეს კერძო სექტორში.
ალავიძე მინისტრის პოსტზე 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვლა. ის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.