ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელთან დროშას აღმართავენ

882

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის გადაკვეთაზე არსებულ წრესთან, საქართველოს ეროვნული დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე აღიმართება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის შედგენისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT180003520) უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბოძი, რომელზეც დროშას დაამაგრებენ 36 მეტრი სიგრძის უნდა იყოს. დროშის ქვეშ კი 4 სანათი დამონტაჟდება. ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად პროექტის შედგენაში ქუთაისის მერია 4 500 ლარს გადაიხდის.