სამგორის ყოფილი გამგებელი: ჯანმრთელობის გამო 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი გამიჭირდა

1242

წინა სტატია

სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის დავით კერესელიძის განცხადებით, ის კახა კალაძის გუნდში მოიაზრება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი “გაუჭირდა”. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ამ ტემპის აყოლა რეალურად გამიჭირდა. კახა კალაძის გუნდში კი მოვიაზრები, მაგრამ 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამიჭირდა. მე ყველაზე უხუცესი გახლდით დედაქალაქის მთავრობაში, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კერესელიძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ გუნდს გუშინ განუცხადა. ამასთან, დავით კერესელიძეს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის მოიაზრებენ მის შემცვლელად.

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. თბილისის მერიის ცნობით, თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.