ქალაქ ფოთის მერიამ თეატრის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.
საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს ვიზუალური ექსპერტიზა, ფასადის, ფუნდამენტის, შადრევნის, შიდა ინტერიერის, კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემის შესწავლა და წარადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ეს ყველაფერი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 45 დღეში უნდა შეძლოს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდეა გათვალისწინებული.