ქედის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ეზოებს კეთილმოაწყობენ

653

ქედის მუნიციპალიტეტში, ხარაულის, ახოს, დანდალოსა და დაბა ქედის საბავშვო ბაღების ეზოებს კეთილმოაწყობენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერიას ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ტენდერი კი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება ატრაქციონები.

ქედის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყურადღება იმ ეზოებზე გამახვილდა, რომლებიც რეაბილიტაციას მეტად საჭიროებენ. მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა 11 ბაღში ეზოების მოწყობა კი, ეკონომიის ხარჯზე ან ბიუჯეტის კორექტირების შემთხვევაში მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ქედაში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.