სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას 2023 წელსაც გააგრძელებს

289

სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას 2023 წელსაც გააგრძელებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მომავლ წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მილიონ ლარს აღემატება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილოება მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს ყველა მიმდინარე პროგრამაში, სადაც მათ, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%-იანი ბენეფიტი, ხოლო, სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70- 80%-ის ფარგლებში.