ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ტენდერი ქუჯის ქ. №10 და ლევან II დადიანის ქ. №2 და №4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადდა.
ქუჯის ქ. №10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 97 408, ხოლო ლევან II დადიანის ქ. №2 და №4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 212 570 ლარია.
პროექტით გათვალისწინებულია: სანიაღვრე არხების, გამწვანების ზოლების გასწვრივ 430 გრძ/მ ახალი ბორდიურების და გარეგანათების მოწყობა, დეკორატიული ღობისა და 23 ცალი სკამის დადგმა. ასევე, 9100 მ2 ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა 10000 მ2 ტერიტორია, დამონტაჟდება 15 გარეგანათების ბოძი და სანათი.