ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება

568

ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება. მერიის ცნობით, ქალაქში მდებარე 11-ვე კუნძული გამწვანდება. დეკორატიული ყვავილების დარგვა დაგეგმილი არის ასევე  ლადო მესხიშვილის თეატრის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქალაქის მეტად გამწვანებისთვის მომავალ კვირაში სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრებიც იგეგმება.

ქალაქში გამწვანების სამუშაობი აპრილში დაიწყო და მერის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი ემონიუსი დაირგო. ასევე,  400 ძირი ტუია განთავსდა უსაფრთხოების კუნძულებზე. ათეულობით კიპაროსის ხე დაირგო მუხნარის დასახლებაში.