ბათუმის ბულვარში 4 წლის წინ დაგებულ ფილებს ცვლიან, რაშიც მაშინ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ფილები წელს შეიცვლება. როგორც “აჭარის ტელევიზია” წერს, სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა დაიხარჯება.
ამასთან, ტელევიზიის ცნობით, დაზიანებული ფილების ნაწილს ამაგრებენ, ასეთია, მაგალითად საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ვაჟა-ფშაველასა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გასწვრივ კი ახლახან გამოცვლილ გრანიტს ბეტონის ფილებით ჩაანაცვლებენ.
ფილების დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ბულვარში, ზღვისპირთან ახლოს მანქანების გადაადგილებაც იყოს, თუმცა ავტომობილების ხშირ მოძრაობას ადმინისტრაციაში უარყოფენ.