სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 13 თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ამბობს, თანამშრომლები ოპტიმიზაციის გამო გაუშვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
“ყველა თანამშრომელმა გასაუბრება გაიარა. რეალურად ისეთი თანამშრომლები დატოვებენ სამსახურს, რომელთაც დატვირთვა არ ჰქონდათ. ოპტიმიზაციის მთავარი მიზანი არის ხარჯების შემცირება, ამიტომაც გაერთიანდა მაგალითად, კულტურის და სპორტის სამსახური და ორი ხელმძღვანელის ნაცვლად ერთი გვეყოლება”, – განაცხადა კუპრეიშვილმა.
მისივე თქმით, რეორგანიზაცის პროცესი მერიის ა(ა)იპ-ებშიც გაგრძელდება.
გათავისუფლებული თანამშრომლები მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სავარაუდოდ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ.