რუსთავში, XII მიკრო-რაიონის #8 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 10 დღის წინ დაწყებული სამუშაოები თითქმის დასრულდა, სამუშაოების ფარგლებში 10 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.
გამოცემის ცნობით, ავტოფარეხების დემონტაჟს საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა, ხოლო ნაწილის აზრით ეს მიუღებელია.
“თუ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები ერთსულოვნად გამოხატავენ სურვილს რომ მოხდეს ფარეხების აღება, მაშინ ჩვენ ამ სამუშაოებს განვახორციელებთ. რაც შეეხება XII მიკრო-რაიონს, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, მათ მთხოვეს ამ პრობლემის მოგვარება იყო ერთსულოვნება და შესაბამისად მოვახდინეთ დემონტაჟი” – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.