ხობის სოფელში ამბულატორია, ბიბლიოთეკა და მერის წარმომადგენელი ერთ სივრცეშია

819

ამბულატორია, ბიბლიოთეკა და საკრებულო ერთ სივრცეში – ასეთი უცნაური ერთი ფანჯრის პრინციპი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მოქმედებს. მიზეზი კი ისაა, რომ სამი სრულიად განსხვავებული ფუნქციის დაწესებულებისთვის ფართი ვერ მოიძებნა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც: გაბზარული კედლები, ახდილი სახურავი და ჩამსხვრეული ფანჯრის მინები – ეს ექიმებისთვის ყოველდღიური სამუშაო გარემოა. მედიკოსებს წყალი და სველი წერტილებიც კი არ აქვთ.

ამბულატორია სამი ათას ადამიანს ემსახურება.