ვინ გაუწევს ბათუმის სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას?

879

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობა შპს Colliers International Georgia-ს სურს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

3,5 მილიონიანი ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

კომპანია Colliers-მა შემსყიდველს ამ ეტაპისთვის ყველაზე დაბალი ფასი 2,8 მილიონი ლარი შესთავაზა, – 700 ათასით ნაკლები საწყის ფასთან შედარებით.

თუკი განხილვის ეტაპზე კომპანია სატენდერო მოთხოვნებს ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს, კომისია შემდგომი შეთავაზების განხილვას დაიწყებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის სრული მონიტორინგი უნდა განახორციელოს. კერძოდ, მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა, გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და სხვა. მონიტორინგის პროცესი კი სტადიონის მშენებლობის ბოლომდე, ორწელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს.

20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია “ანაგი” ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.